logo
ENG



რატიანი: დღეს მეორედ შეიყვანეს გავრილოვი პარლამენტში და დასვეს სკამზე

14 ნოე 201921:48
3 წუთის საკითხავი
 
nie7dpt3d39z59d.jpg

„ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი პარლამენტის წინ ამ წუთებში მიმდინარე აქციაზე „ფორმულასთან" საუბარში, პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებას უნდა შეახსენოს საკუთარი ძალა და შიშის გრძნობა გაახსენონ.

„ივანიშვილმა საზოგადოებას მაშინ უთხრა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდიოდით, როდესაც ძალიან შეეშინდა. ამ ადამიანებს შიშის გარდა არანაირი ენა ესმით, ეს არის რუსი მენტალობა, რომლის გადაწყვეტილებაც დამოკიდებულია შიშზე. როგორც დაბალი განვითარების ცხოველებს, შიში ავიწყდებათ და უნდა შევახსენოთ. დღეს მეორედ შეიყვანეს გავრილოვი პარლამენტში და დასვეს სკამზე. დღეს გავრილოვებმა გაიმარჯვეს საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ეს დროებითია. მათ უნდა იცოდნენ, რომ დღეს მთელი საქართველო გაბრაზებულია," - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამ წუთებში პარლამენტის წინ საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ამავე დროს „ლეიბორისტული" პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე შეჯერდა


close დახურვა