logo
ENG



რატიანი: ინფიცირებული ორსულისა და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია

14 აპრ 202011:45
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რატიანის თქმით, გამოჯანმრთელებულია ერთი ინფიცირებული და ის დღესვე დატოვებს კლინიკას.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გყვავს 85 პაციენტი და აქედან 67 კორონავირუსით ინფიცირებულია. ჩვენ გყვავდა კრიტიკული 62 წლის ქალბატონი. ის რამდენიმე საათში ეწერება კლინიკიდან. ასევე გყვავს 65 წლის გამოჯანმრთელებული ქალბატონი და ისიც რამოდენიმე ხანში საათში გაეწერება. 

"რეანიმაციაში გყვავს 5 პაციენტი. აქედან მძიმე იყო 44 წლის კაცის მდგომარეობა. პაციენტის მდგომარეობა ბოლო 48 საათში მკვეთრად გაუმჯობესდა. პაციენტი თერაპიულ განყოფილებაში გადადის. გყვავს 4 ტიპის ხელოვნურ-ვენტილაციაზე პაციენტი. ერთის მდგომარეობა ტერმინალური იყო, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმე.

"ორსულისა და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. სამი მოზარდის მდგომარეობა პათოლოგიის გარეშეა. ველოდებით 14 დღის გასვლას, რომ კოვიდზე ტესტი ავუღოთ. გყვავს მედ.პერსონალიც. მათთან მიდის სიმპტომური მკურნალობა“, - განაცხადა რატიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.


საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. ამ დროის მონაცემებით, აღრიცხულია ინფიცირების 296 შემთხვევა - აქედან 68 გამოჯანმრთელებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა