პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის მათთან იმყოფება კორონავირუსით ინფიცირებული ორი ორსული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რატიანის თქმით, კლინიკიდან ეწერება 6 გამოჯანმრთელებული.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 79 პაციენტი გყვავს რეანიმაციაში გყვავს 5 პაციენტი. გუშინ გითხარით, რომ გადავიდა 1 პაციენტი და დღესაც ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ 1 პაციენტის გადაყვანა. მართვით სუნთქვაზე რჩება 2 პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
"ამჟამად კლინიკაში 61 ინფიცირებულია. კლინიკიდან ეწერება 6 გამოჯანმრთელებული. ორი ორსული გყვავს და ორივეს მდგომარეობა სტაბილურია. ახალი შემთხვევა არ გყვოლია. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა ინფექციასთან ბრძოლას მოიგებს“, - აცხადებს რატიანი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია 604 პირი. აქედან, ამ დროისთვის 240 გამოჯანმრთელებული პაციენტია, ვირუსს ემსხვერპლა 9 ადამიანი.