გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ საქართველოში ხდება ის, რაც ცოტა ხანში მოხდა სომხეთში, რა დროსაც ხალხმა ხელისუფლებას ტყუილი არ აპატია.
„ერევანში შეიცვალა ხელისუფლება. იქაც, როდესაც ხელისუფლებამ მოატყუა საზოგადოება, ჩვენმა მოძმე ხალხმა არ აპატია მას. აქაც მეტი კი არაფერი ხდება. დაპირება იყო, რომ იქნებოდა ნორმალური თამაშის წესები. რატომ არის, რომ ერთ მაგიდასთან ვართ განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ ვთანხმდებით, რომ უნდა იყოს სამართლიანი თამაშის წესები“, - განაცხადა რატიანმა.