„ფორმულას“ ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინია გამოცხადებული, რადგან ერთ-ერთ ექიმს დაუდგინდა კორონავირუსი, თუმცა კლინიკის ხელმძღვაბელობა ამ ინფორმაციას პირდაპირ არ ადასტურებს.
საუბარია გინეკოლოგიის დეპარტამენტის ექიმზე, რომელიც მკურნლობდა დაინფიცირებულ ფეხმძიმე პაციენტს.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, კლინიკის მედპერსონალი არ დაინფიცირებულა.
„საკარანტინე მდგომარეობა ჩვენთან 11 მარტიდანაა გამოცხადებული, როდესაც ჩვენი საავადმყოფო გადაკეთდა კორონას ბრძოლის პლაცდარმად. დღეს პირველი მაისიდან მოხდა სტაფის შეცვლა. ორ-ორ კვირიანი მუშაობის განრიგი გვაქვს. ჩვენი არავინ არ არის. გყვავს სამედიცინო პერსონალი სხვადასხვა ქალაქიდან და კლინიკიდან, ყველანი სტაბილურები არიან“, - განაცხადა ტურძელაძემ.
ამავე კლინიკის დირექტორის, ლევან რატინის თქმით კი, ის კლასტერზე არ ლაპარაკობს და ყველა პაციენტს უტარდება მკურნალობა.
„11 მარტიდან ექიმები, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მუშაობენ 14 დღე ყოვნდებიან და მერე მიდიან კლინიკიდან. კლასტერზე არ ვლაპარაკობ, ყველა პაციენტს უტარდება მკურნალობა. ექიმიც შეიძლება იყოს მათ შორის, დამლაგებელიც და მძღოლიც“, - განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით საქართველოში დაინფიცირდა 566 პირი. ვირუსისგან 184 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს უკვე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.