logo
ENG



რატიანი ტელეგაკვეთილებზე - ეს ვერ შეცვლის პროცესს, მაგრამ ახლა ცუდსა და უარესს შორის ვირჩევთ

30 მარ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

დღეს სკოლის მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ტელეგაკვეთილები დაიწყო. სხვადასხვა საგნის მასწავლებლები მოზარდებისთვის გაკვეთილის წაკითხვას ტელეეკრანებიდან შეეცდებიან.

ტელეგაკვეთილებს აფასებენ პოლიტიკოსები. ოპოზიციაში ეს ინიციატივა მოსწონთ, თუმცა გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობენ.

„ევროპული საქართველოს“ რეკომენდაცია იყო ძირითადად ის, რომ მეორე არხს გაეკეთებინა ეს რადგან ინტერნეტთან წვდომა ფაქტობრივად ბევრს არ აქვს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ რესურსცენტრებს გაეკეთებინათ ონლაინ გაკვეთილები, რადგან იქ არიან მასწავლებლები, რომლებიც არიან გადამზადებაზე ორიენტირებული. რა საკვირველია, ეს ვერ შეცვლის მთლიანად საგაკვეთილო პროცესს, მაგრამ არის აუცილებელი, ცუდსა და უარესს შორის ვირჩევთ ახლა. როგორი იქნება გამოკითხვა - ეს უნდა იყოს გაწერილი ბრძანებით და ეს ბრძანება უნდა დაიწეროს ახლა. ბევრი მასწავლებელი ფაქტობრივად ახორციელებს ინტერაქციას და ეს რომ არ დაიკარგოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი ფიქრობს, რომ ტელეგაკვეთილები სამომავლოდ გამოდგება, თუმცა დღეის მდგომარეობით, შედეგის მიღწევა რთული იქნება.

„საინტერესო იქნებოდა ამ მასწავლებლის გაკვეთილი, თუნდაც ონლაინ გაკვეთილად რომ ქცეულიყო იმიტომ, რომ ინტერაქციის პროცესში ცოცხლდება ეს ყველაფერი და ბავშვები გამოთქვამენ არაჩვეულებრივ აზრებს გონებრივი იერიშის დროს. ზოგადად მასწავლებელს სჭირდება შემფასებლადაც მოსწავლე. ეს ტელეგაკვეთილები ალბათ ერთ-ერთ რესურსად გამოდგება სამომავლოდ, მაგრამ ვერ იქნება საშუალება იმის, რომ ჩავთვალოთ, ბავშვები შედეგზე გავლენ“, - განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა. 


close დახურვა