logo
ENG



რატიანი შატილში დაშავებულებზე: დადებითი დინამიკა აღინიშნება

25 აგვ 202010:49
3 წუთის საკითხავი
 

დადებითი დინამიკა აღინიშნება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჰემოდინამიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა შატილის გზაზე დაშავებულების მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები, ანუ გუგის რეფლექსი".

"ვიმედოვნებთ, რომ პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპზე ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება. ხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. ყველაფერს აკეთებს მედპერსონალი, რათა მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან", - თქვა რატიანმა იმედთან.

შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.


close დახურვა