logo
ENG



რატიანი ხუნდაძის ინიციატივაზე:ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება

19 მაი 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

22 მაისს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, თუმცა გაუქმდება თუ არა კომენდანტის საათი, უცნობია. ახალი ინიციატივის მიხედვით, რომელიც  დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა და დღეს ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნისვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. 

საპარლამენტო ოპოზიცია ინიციატივას არადემოკრატიულს უწოდებს და მის მხარდაჭერას არ აპირებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, პარლამენტი ფაქტობრივად განულებულია.

„ამ კანონის შინაარსი არის მარტივი. რაც გვინახავს საგანგებო მდგომარეობის დროს - ადამიანების სახლში ჩაკეტვა, ქალაქების დაკეტვა, თავშეყრის შეზღუდვა, მთელი ეკონომიკის ერთ დღეში დაკეტვა. ყველაფერს გააკეთებს მთავრობა პარლამენტის გარეშე. პარლამენტი განულებულია. არგუმენტი ასეთია - ყოველთვის საგანგებო დმგომარეობა გამოვაცხადოთ? ნუ გამოაცხადებთ, უბრალოდ, ყველა ქმედება შეთანხმებული იყოს პარლამენტთან“, - განაცხადა გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი კი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს ავტორიტარიზმისკენ აქვს მისწრაფება.

„ქართული ოცნების" მთავრობის პირობებში კიდევ უფრო მძიმეა ეს ვითრება. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სურვილებს ავტორიტარიზმისკენ. შესაბამისად, ნებისმიერი სურვილი, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა იყოს დაწესებული, ის უნდა შემოსული პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლების მიცემა. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავუჭერთ ხმარს ამ არადამოკრატიულ პრინციპს“, - აცხადებს რატიანი.


close დახურვა