საქართველო ოცნების ხელისუფლებამ ისტორიული სამიტისა და გეოპოლიტიკური ძვრების მიღმა დატოვა. ივანიშვილის გუნდი ფორმალურადაც არ წუხს, რომ ქვეყანა უკრაინასთან შედარებით, NATO-ს გზაზე მნიშვნელოვნად ჩამორჩა. NATO-ში ინტეგრაციის სწრაფვის ნაცვლად, ხელისუფლება ანტიდასავლურ და პუტინისტურ რიტორიკას ამძაფრებს. განახლდა საუბარი შეთქმულების თეორიაზე ომთან დაკავშირებით.