„ფორმულას“ ეთერში გიორგი მარგველაშვილი სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობს. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა გიორგი მამალაძე და იყო თუ არა სამთავრობო ან სასულიერო პირების მხრიდან ამ საქმეზე ზეწოლა, გიორგი მარგველაშვილი შემდეგნაირად პასუხობს:
„ჩემზე ზეწოლები დამთავრდა იქ, სადაც დაიწყო - არ ყოფილა არასდროს. მიზეზი იყო ის, რომ იმ დროს საერთოდ გავაჩერე შეწყალებები. მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია და შეჯიბრებითობის ნაწილი საქმის დაწყებამდე. უმაღლესი თანამდებობის პირები დადგნენ რიგში და საქართველოს აუწყებდნენ როგორი ბოროტმოქმედი გააუვნებელყვეს - ამ მოტივაციიდან გამომდინარე ვგეგმავდი განახევრებას. მაგრამ სხვა მიზეზების გამო არ განვახორციელე შეწყალებები და აქ არაფერ შუაში არ იყო კონკრეტულად მამალაძე“ - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენმა „ფორმულას" პირდაპირ ეთერში.
„პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა. გადაცემის წამყვანი სოფო ზურაბიანი იქნება.