logo
ENG



რატომ აჭიანურებს ქართული ოცნება უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცებას

04 მაი 202220:37
3 წუთის საკითხავი
 

ქართულ ოცნებას რუსეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადება იმდენად აშინებს, რომ ოკუპირებულ ქვეყანას ამ დრომდე უსაფრთხოების კონცეფცია არ გააჩნია. ვმუშაობთ და იქნება მალე - ასეთი პასუხი მიიღეს დეპუტატებმა გომელაურისგან. დაპირებას პარლამენტი 10 წელია, ისმენს. პარალელურად ფაქტობრივად უფუნქციოა პრემიერთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც რეგიონში ფართომასშტაბიანი ომის პირობებშიც კი არა კანონით გათვალისწინებული ფორმატით, არამედ ღარიბაშვილის კაბინეტში შეიკრიბა. 

 


close დახურვა