logo
ENG



რატომ გამოუშვეს პედოფილი გარეთ - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

10 ივნ 202008:23
3 წუთის საკითხავი
 
yeaytbsa23792ow.png

პრეზიდენტის სასახლესთან სავარაუდო მსხვერპლის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. საქმე ეხება გასულ წელს კახეთში მომხდარ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს. ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. არასრულწლოვნის ოჯახის წევრები პასუხს პრეზიდენტისგან ითხოვენ, კითხვაზე თუ რატომ გაამართლა სასამართლომ ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ნათესავი.

პროკურატურამ სასამართლოში სააპელაციო სარჩელი უკვე შეიტანა. ოჯახის მოთხოვნის მიუხედავად, უწყება არ აძლევს უფლებას არასსრულწლოვნის ნათესავებს საჩივარს გაეცნონ. აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ სანამ პრეზიდენტი ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი მათ კითხვებს არ უპასუხებენ. 

"ჩვენი ბავშვების, ორი მსხვერპლი ბავშვის, გოგონას და მოძმე ბავშვის ჩვენება არ გაითვალისწინა მოსამართლემ და გამოუშვეს გარეთ ის პედოფილი ადამიანი. ვაპროტესტებთ იმას, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ან ადმინისტრაციამ პასუხის გასცეს, რატომ გამოუშვეს პედოფილი გარეთ. 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ეკუთვნოდა. სანამ პასუხს არ გაგცემენ, წასვლას არ ვაპირებთ",-აცხადებს რიზვან ბაირამოვი.


close დახურვა