რატომ გახშირდა არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაული, თბილისში კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს. ვიდეო კადრებში სავარაუდოდ მოზარდები ჩანან, რომლებმაც კარი გატეხეს და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტანეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, არასრულწლოვანთა კოდექსით გარკვეული დაჯგუფებები სარგებლობდნენ და მოზარდებს კრიმინალის ჩადენას აიძულებდნენ.