logo
ENG



რატომ კლავდნენ ახალდაბადებულ გოგონას მშობლები - შაბათის ფორმულა

11 ივნ 202220:26
3 წუთის საკითხავი
 

რატომ კლავდნენ ახალდაბადებულ გოგონას მშობლები და რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ გარე უბანში. შემთხვევა ექვს ივნისს მოხდა. ნარკოდამოკიდებულმა 33 წლის  ქალმა სახლის პირობებში იმშობიარა. ქალის დედა გვიყვება, რომ მშობლებმა ახალშობილის მოშორება და გაგუდვა სცადეს, ამ მცდელობას ხელი დედის ცუდად გახდომამ შეუშალა და იძულებულები გახდნენ სასწრაფო გამოეძახათ. ადგილობრივები გვიდასტურებენ, რომ იმ დღეს მათ უბანში ორი სასწრაფო ბრიგადა მივიდა. მაგრამ მათ პოლიცია არ მიყოლია. სწორედ სასწრაფოს ექიმებმა გადაიყვანეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დედა-შვილი საავადმყოფოში.  

 


close დახურვა