logo
ENG



რაქვიაშვილი ოცნების განცხადებაზე: თუ ბუნებრივი ბარიერი იქნება ჩაწერილი, შევალთ პარლამენტში

09 თებ 202109:24
3 წუთის საკითხავი
 

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ეხმაურება მამუკა მდინარაძის განცხადებას, საარჩევნო რეფორმისას უბარიერო სისტემის განხილვაზე და ამბობს, რომ თუ ეს შედგება, პარლამენტში შევა. რაქვიაშვილი აზუსტებს, რომ სწორედ ეს არის მათი მიზანი. 

"თუ ეს წინადადება იქნება, რომელიც ჩვენ გვაწყობს, მართლა ბუნებრივი ბარიერი იქნება იქ ჩაწერილი, ამ წინადადებითაც მივალთ ელჩებთან და იქ გაფორმდება, ჩვენ, ბუნებრივია, შევალთ პარლამენტში იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი მიზანი გვაქვს. გარკვეული დაზუსტება გვჭირდება ამისთვის", - ამბობს ის.

გუშინ, 8 თებერვალს ქართული ოცნების მთავარ ოფისში 2-საათიანი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განიხილოს უბარიერო სისტემა, თუმცა "ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია".  

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემითა და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პარტია გირჩის პოზიციაა, რომ ნებისმიერი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით.


close დახურვა