logo
ENG



რაც სალომეს უწერია ეს შიდა სისტემის პრობლემაა - პროკურატურიდან წამოსული პროკურორის დედა

24 ოქტ 201908:04
3 წუთის საკითხავი
 
7txpbms93sgf0kc.jpg

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის დედა ლალი თადუმაძე შვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც თადუმაძე განმარტავს, მან სალომეს პრობლემების შესახებ არაფერი იცოდა და რასაც იგი ჰყვება, სისტემაში არსებული შიდა პრობლემებია. 

"გადაიღალა ამ ყველაფრით და მიდის სამსახურიდან. რაც სალომეს უწერია ეს შიდა სისტემის პრობლემაა.. რეაქცია შოკისმომგვრელი გახლდათ, რა თქმა უნდა, რადგან არ ვიცოდი,"-აცხადებს ლალი თადუმაძე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ადეიშვილი ყოფილი პროკურორია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯაროდ ისაუბრა უწყებაში არსებულ პრობლემებზე. ყოფილი თანამშრომელი სისტემაში არსებულ ნეპოტიზმზე და სექსუალურ შევიწროებაზე წერს. ხმაურიანი განაცხადის შემდეგ კი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ყოფილმა თანამშრომელმა საქართველო დატოვა.

პროკურატურა საქმით გუშინ დაინტერესდა.  


close დახურვა