logo
ENG



რაჭაში, სოფელ ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია

25 აგვ 202210:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/25/rpsof2blz12qkgl.png

სოფელ ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ავრცელებს.

მისივე ცნობით, რამდენიმე კერაზე დაიწვა ბალახი და ეკალ-ბარდები, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია. წიწვოვანი ტყის მიმდებარედ რამდენიმე კერაზე დაიწვა ბალახი, ბუჩქები, ეკალ-ბარდი და მცირე ზომის ხეები დაახლოებით 8 ჰა-ზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა"- წერს ენუქიძე.


close დახურვა