logo
ENG



რაჭაში წყალდიდობის შედეგად ზარალის აღსადგენად 50 მილიონი ლარი იქნება საჭირო

30 ივლ 202020:47
3 წუთის საკითხავი
 

რაჭაში, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით მოსახლეობის გამოყვანა გრძელდება. წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული სოფლები ღები და ქვედა ღები პრემიერ მინისტრმა და ვიცე პრემიერმა მოინახულეს.

გიორგი გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, ზარალის აღსადგენად 50 მილიონი ლარი იქნება საჭირო. სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ოთხ სოფელთან, მათ შორის კურორტ შოვთან, მისასვლელი გზების აღდგენას ერთ თვემდე დრო დასჭირდება.


close დახურვა