logo
ENG



რაჭველიშვილი: ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს

23 მარ 202120:10
3 წუთის საკითხავი
 
რაჭველიშვილი: ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში, საოპერო დადგმებში მონაწილეობას აღარ მიიღებს მანამ, სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იქნება. ამით იგი წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, "განსხვავებული აზრის" მქონე მსახიობებზე. 

"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა  ყველას რომ მისი აზრის საწინააარმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ თორე...", - წერს ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქზე. 

კულტურის ახლადდანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოსტტვის ეთერში თქვა, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, "შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის".

19 მარტს დეპუტატი თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა. 


close დახურვა