რაჭაში ხელმოწერებს აგროვებენ. ადგილობრივები ოლიგარქების - ივანიშვილისა და ევტუშენკოვის პარტნიორ, დავით ხიდაშელთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვენ. ხიდაშელი, რომელიც ფართო საზოგადოებამ კარტოგრაფების საქმით გაიცნო, რაჭაში უზარმაზარ სივრცეს ფლობს. მიწები რუსეთის ოლიგარქიულ წრეებთან დაახლოებულ ხიდაშელს ივანიშვილის მთავრობამ გადასცა. ეს ფაქტი უსაფრთხოების პრობლემასაც შეიცავს, რადგან რაჭის ტერიტორია რუსეთს ესაზღვრება.
რაჭის მოსახლეობა პრორუსი ბიზნესმენის წინააღმდეგ
06 ივლ 202220:33
3 წუთის საკითხავი