logo
ENG



რებეკა ჰარმსი: საქართველოსთვის საიმედოდ არ გამოიყურება - ახალი პრემიერი, ძველი კონფრონტაცია

22 თებ 202117:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/22/j0va2c55f1zlhk8.jpg

ყოფილი ევროპარლამენტარი და მწვანეთა პარტიის წევრი რებეკა ჰარმსი Twitter-ზე ეხმაურება საქართველოს პრემიერობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს და ამას ქვეყნისთვის არაკეთილსაიმედოს უწოდებს.

"ეს არც ისე დამაიმედებლად ჟღერს საქართველოსთვის, მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობისთვის.. ახალი პრემიერმინისტრი. ძველი კონფრონტაცია", - წერს რებეკა ჰარმსი.

ყოფილი ევროპარლამენტარი ასე ელენე ხოშტარიას ტვიტს გამოეხმაურა, სადაც მოყვანილია ღარიბაშვილის დღევანდელი ფრაზა, რომ "არც პოლიტიკური პარტია, არც სტატუსი არ არის ალიბი კრიმინალური განზრახვებისთვის. ყველა, ვინც გავიდა კონსტიტუციური წესრიგიდან, უკან უნდა დაბრუნდეს".

პარლამენტში გამოსვლის დროს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიცია კონსტიტუციური ჩარჩოდანაა გასული" და ხელისუფლება აუცილებლად აღადგენს წესრიგს. მისივე განცხადებით, დიალოგისთვის გუნდი მზადაა, თუმცა არა რიგგარეშე არჩევნების შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა რიგგარეშ არჩევნების საკითხს პარლამენტის ტრიბუნიდან „დახურული“ უწოდა.

 


close დახურვა