logo
ENG



რევაზ აფხაზავა: თუ ძალიან კვალიფიციური ფსიქოლოგი არ ხარ, შეიძლება კატასტროფულ შედეგზე გახვიდე

19 დეკ 201922:28
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ექსპერტმა განათლების საკითხებში რევაზ აფხაზავამ განაცხადა, რომ სკოლებში ბავშვთა ფსიქოლოგების ყოლა ძალიან სენსიტიური თემაა და არაკომპეტენტურმა კადრებმა, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მისცეს სკოლებს.

„ყველა სკოლაში ფსიქოლოგი - გეგონება საქართველოში ხელმისაწვდომია ამდენი ბავშვთა ფსიქოლოგი, არიან სახლში და ელოდებიან სკოლები როდის დაუძახებენ. ეს მგრძნობიარე თემაა. როდესაც ამბობ, რომ შენ ფსიქოლოგი ხარ, თუ ძალიან კვალიფიციური არ ხარ, შეიძლება კატასტროფულ შედეგზე გახვიდე. ეგ იგივეა, რომ ადამიანი იტყვის, რომ სამედიცინო მაქვს დამთავრებული, მიხვიდე და ნეიროქირურგიული ოპერაცია დაავალო. ესე მარტივად არ ხდება“, - განაცხადა აფხაზავამ.


close დახურვა