logo
ENG



რეზნიკოვი: თავდაცვის ძალებში ჩასაბმელად, საკმარისია უკრაინის მოქალაქემ პასპორტი წარადგინოს

25 თებ 202201:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/y6hrs4mqtdu16w3.jpg
Unian

ყველა უკრაინელს, ვისაც იარაღის ხელში დაჭერა შეუძლია, პასპორტის წარდგენის შემდეგ შეუძლია მიიღოს იარაღი და შეუერთდეს ტერიტორიის დაცვის ძალებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

რეზნიკოვმა ისაუბრა შეტაკებების შედეგად მიღებულ დანაკარგებზე და უკრაინელებს ტერიტორიული თავდაცვის ძალებში გაწევრიანებისკენ მოუწოდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებში ჩაბმის პროცედურა მაქსიმალურად გამარტივდა. რეზნიკოვის თქმით, ყველა უკრაინელს, ვისაც იარაღის ხელში დაჭერის უნარი აქვს, შეუძლია თავის რეგიონშივე შეუერთდეს ტერიტორიის დაცვის ძალებს. იარაღის მისაღებად საკმარისია მხოლოდ პასპორტის წარდგენა.

მსურველებმა უნდა მიმართონ მათ სიახლოვეს არსებულ სამხედრო ძალების ბრიგადებსა და ბატალიონებს. შესაბამისი ლოკაციების შესახებ ინფორმაცია დევს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ვებ-გვერდზე.

დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა