logo
ENG



რეზნიკოვი: რუსეთი მესამე ქვეყნებიდან ჯავშანჟილეტებისა და ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობს

06 ოქტ 202222:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/06/i8myu1ft8e5dkzz.jpg
Forbes Ukraine

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსეი რეზნიკოვის თქმით, თურქეთიდან აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი მესამე ქვეყნებიდან დიდი რაოდენობით ჯავშანჟილეტების და ზამთრის ტანსაცმლის შეძენას ცდილობს.

ამის შესახებ რეზნიკოვმა Forbes-ის უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

რეზნიკოვის თქმით ეს ფაქტი და სამხედრო კონტინგენტის მობილიზებაში ჩავარდნები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში მარცხდება.

თავდაცვის მინისტრის ცნობით, თურქეთმა მათ მესამე ქვეყნების გავლით ტყვიაგამძლე ჟილეტებისა და ტანსაცმლის შეძენაზე უარი უთხრა.

ფაქტები, რომელსაც ვაკვირდებით მიგვითითებს რუსეთში "საფლავების მობილიზაციის" ჩავარდნაზე, მათ ჩავარდნაზე რომ შეაგროვონ სამხედრო კონტინგენტი. მათ არ აქვთ ბრძანებები. ჩვენ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია ჩვენი თურქი პარტნიორებისგან, რომ რომ რუსებმა  თურქეთის გავლით მესამე ქვეყნებიდან 200 000 ჯავშანჟილეტისა და 500 000 წყვილი ზამთრის ტანსაცმლის შეძენა სცადეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პრობლემები აქვთ. სხვათა შორის, თურქეთმა მათ უარი უთხრა.

ახლა წარმოიდგინეთ: ისინი დარბიან ბაზარში და ფიქრობენ, სად იშოვონ ჯავშანჟილეტები და ტანსაცმელი. ისინი დამარცხდებიან. ეს თოვლის გუნდაა და ის უკვე დაიძრა. ეს რუსეთის ფედერაციის ახლანდელი რეჟიმის მარცხია, ისინი დაიწყებენ სხვის დადანაშაულებას, რადგან მათ სჭირდებათ თავები, რეჟიმი შეიცვლება“ - განაცხადა ოლექსეი რეზნიკოვმა.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა განაგრძობს დასავლელი პარტნიორების დახმარებით კონტრშეტევებს.

რეზნიკოვის თქმით, მას იმედი აქვს, რომ დასავლელი პარტნიორების დახმარებით 1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებული ადმინისტრაციული საზღვრების დაბრუნების შემდეგ, უკრაინა უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს რუსეთის ახალ ხელისუფლებასთან შეძლებს.


close დახურვა