logo
ENG



რეზნიკოვის თქმით, 4 დღეში 5 300-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა

01 მარ 202200:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/01/9erluq3pfxn0ij4.png

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ოთხ დღეში 5 300-ზე მეტი რუსი ოკუპანტი დაიღუპა და დაიჭრა.

მინისტრის თქმით, ასობით რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი ტყვედაა აყვანილი.

"ბევრი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა. კრემლი მათ აქცევს კრიმინალებად და მკვლელებად. ბევრი მათგანი მოატყუეს, ზოგი პროპაგანდამ დააშინა. აშკარაა, რომ დამპყრობლების უმეტესობის მოტივაცია დაბალია", - აცხადებს რეზნიკოვი.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა