logo
ENG



რეზო ჩომახიძის თქმით, თბილისის მერიიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

04 მაი 202112:42
3 წუთის საკითხავი
clock 1008

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რეზო ჩომახიძე აცხადებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

როგორც ჩომახიძე აცხადებს, ის წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერიაში, თუმცა სამსახურიდან ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანების გამო გაუშვეს.

"დეკემბრიდან გახლავართ ნაციონალური მოძრაობის წევრი, ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში და სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ეს გადაწყვეტილება. ვწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივებით და პრიორიტეტად არ აქვთ ეფექტურობა და ჩვენი ქვეყნის წარმატება. არ ვაპირებ ჩივილს, უბრალოდ გამოვთქვამ წუხილს, რომ საკადრო გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანაში და მერიაშიც პოლიტიკურადაა მოტივირებული", - აცხადებს ჩომახიძე.


close დახურვა