ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებების დაღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას ეხება, ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ დევნაა მოხსენიებული.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ სასამართლო საქმეები იქნა აღძრული კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მფლობელების ან მათი ახლობლების წინააღმდეგ, მათ შორის არის ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი და TV პირველის დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი.
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.
თავდაპირველად 6-მა პოლიტიკურმა ჯგუფმა რეზოლუციების საკუთარი ვერსია მოამზადა, შემდეგ კი 5 პოლიტიკური ჯგუფი საერთო ტექსტზე შეთანხმდა, მათ შორის იყო S&D, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორია.
დოკუმენტით ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში გაუარესებული მედიამდგომარეობის გამო, გმობენ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, ძალადობისა და დევნის ფაქტებს.
რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას საქმეები. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობები. დოკუმენტი მოუწოდებს, ჰუმანიტარული მიზნით სააკაშვილის გათავისუფლებას, რათა მან საზღვარგარეთ მკურნალობა მიიღოს.