logo
ENG



რეისი მოსკოვი-თბილისი - შაბათის ფორმულა

20 მაი 202320:13
3 წუთის საკითხავი
 

გუშინდელი დღიდან ქართული ცა - რუსული თვითმფრინავებისთვის გახსნილია. 19 მაისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პუტინის პოლიტიკური რეისი დაეშვა და პირველი, 70 მგზავრი ჩამოიყვანა. ერთ-ერთი ვალერი კვარაცხელია, პროპუტინისტი და საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. კვარაცხელია რუსული ფრენების აღდგენას საკუთარ მიღწევად მიიჩნევს და ბედნიერიცაა, რომ საქართველოში რუსული სანქცირებული თვითმფრინავები იფრენენ. გუშინ აეროპორტი სავსე იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციით. ინსპექტორები მთელი თბილისიდან რუსული ბორტის მგზავრების დასაცავად მიიყვანეს. მაგალითად ვალერი კვარაცხელიას 10 პოლიციელი აცილებდა და გზას უთავისუფლებდა რომ მას ჟურნალისტები არ მიახლოებოდნენ. სანამ შაბათის ფორმულა ამ თემაზე მუშაობდა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განცხადებით შეგვატყობინა, რომ ქართულ ცაზე  აზიმუტის მსგავსად, სხვა სანქცირებული რუსული ავიაკომპანიის ხომალდებიც იფრენენ.


close დახურვა