logo
ENG



რეკორდი მიწოლით - შაბათის ფორმულა

29 ივლ 202320:44
3 წუთის საკითხავი
 

რეკორდი მიწოლით - რა მოხდა ბათუმის რკინიგზის სადგურში, სადაც რამდენიმე დღის წინ ქართველ ტიტანებად წოდებულმა სპორტსმენებმა მატარებლის 15 ვაგონი გაწიეს. მსოფლიო რეკორდის დამყარების შემდეგ - ბაგრატ ჟღენტი და ჭაბუკა ჭიღლაძე, ბათუმის სასპორტო სკოლამ მედლებითა და თასებით დააჯილდოვა და გინესის რეკორდების წიგნშიც ორივე ტიტანი შევიდა, როგორც 15 ვაგონის მხრებით გამწევები. ყველაფერი შეიძლება ნამდვილად ასე მოხდა, შესაძლოა ისიც რომ ტიტანებმა ნამდვილად დაუხმარებლად და მიწოლის გარეშე გაწიეს 15 ვაგონი. რამდენად ობიექტურად მოიპოვეს მათ მსოფლიო რეკორდი - ამაზე გარკვეულ კითხვებს ის ვიდეო კადრები აჩენს, რომელიც შაბათის ფორმულას წყარომ ბათუმიდან, სპორტსმენების ახლო გარემოცვიდან მიაწოდეს. კადრებში ჩანს, რომ იმ დროს როდესაც სპორტსმენები მხრებით ვაგონებს ექაჩებიან, ბოლო მეთხუთმეტე ვაგონს ელმავალი მიადგება და მიაწვება. წყარო იმასაც გვიყვება, რომ რეკორდის დამყარებაში ელმავლის მიწოლა წინასწარ დაგეგმილი იყო.


close დახურვა