logo
ENG



რეპუტაციული დარტყმა კლანურ სასამართლოზე

07 ნოე 202420:26
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლო კლანი სტრასბურგიდანაც ამხილეს. ასე აფასებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა საქმეზე, "ბაქრაძე - საქართველოს წინააღმდეგ". ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი მოსამართლის მიმართ დაირღვა გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, დისკრიმინაციასთან ერთად. სასამართლოში მოქმედმა კლანმა მაია ბაქრაძეს დანიშვნაზე უარი ორჯერ უთხრა. ეს ის პერიოდია, როცა ბაქრაძე ღიად აკრიტიკებდა სასამართლო სისტემას, არსებული ხარვეზების გამო.


close დახურვა