ქართველი კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიხეილ კობახიძე ავტორია ისეთი ფილმებისა, როგორიცაა „მუსიკოსები“, „ქოლგა“, „გზაზე“. 1969 წელს მას ფილმების დამოუკიდებლად გადაღება აეკრძალა.
1996 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა.
2019 წელს რეჟისორს ფილმიც მიუძღვნეს, სახელწოდებით „დაკარგული რვანახევარი“. ფილმის ავტორები ლაშა ოთხმეზური და ვახო ვარაზი არიან.
მიხეილ კობახიძე მსახიობ გეგა კობახიძის მამა იყო. 1983 წელს გეგა კობახიძე თვითმფრინავის გატაცების გამო ექვს მეგობართან ერთად დააკავეს. ექვს მათგანს, მათ შორის გეგა კობახიძეს, დახვრეტა მიესაჯა, ხოლო მეშვიდეს, თინა ფეტვიაშვილს, 14-წლიანი პატიმრობა.