logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფო: 38 პაციენტიდან ორი საყურადღებოა

26 აპრ 202013:33
3 წუთის საკითხავი
 
evulx8kykly56ch.png

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, თეა თავართქილაძის თქმით კლინიკაში სულ 61 პაციენტია მოთავსებული, საიდანაც 38 კოვიდით ინფიცირებულია.

"რამდენიმე გადადის სკარანტინე ზონაში და ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას. ასევე გვაქვს იფნორმაცია, რომ 5 პაციენტი გვემატება სხვა კლინიკიდან. ჩვენთან, გუშინ 13 პაციენტს ჩაუტარდა ტესტი და ყველა უარყოფითია. ამ ეტაპზე ინფიცირებულია 38 და აქედან ორის მდგომარეობა საყურადღებოა. დღეს გაიგზავნება 21 პაციენტის ტესტი",-აღნიშნავს თავართქილაძე. 

რაც შეეხება სწრაფი ტესტებს, თეო თავართქილაძის თქმით, რაც მეტი ადამიანი გაიტესტება, მეტად დადებითი შედეგი ექნება.

"სწრაფი ტესტები ჩვენს კლინაკში ანტისხეულებზეა და რუტინულად უტარდებოდა მედპერსონალს, ასევე საჭიროების მიხედვით - პაციენტებს. ზოგადად, რაც მეტი ადამიანი გაიტესტება, მით უფრო კარგია. პირველ რიგში ალბათ უნდა გაიტესტოს ის მოქალაქე, რომელიც უშუალოდ შემხებლობაშია. მათ შორის მედპერსონალი", - აცხადებს თავართქილაძე.


close დახურვა