logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფო: ჩვენს კლინიკაში რჩება 46 პაციენტი

20 მარ 202014:03
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 10 პაციენტი გადავა თვითიზოლაციასა და საკარანტინო ზონაში.

„ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში რჩება 46 პაციენტი. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  4 პაციენტი გაეწერება ბინაზე, ხოლო 10 პაციენტი გადავა თვითიზოლაციაში“, - განაცხადა თავართქილაძემ.

ბოჭორიშვილის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი კახა იშხნელი კი აცხადებს, რომ საქართველოში დაფიქსირებული სამი ახალი კორონავირუსის შემთხვევის დროს კონტაქტები მინიმალური იყო.

„14 რიცხვში შემოიყვანეს. ოჯახური შემთხვევაა. გამოავლინეს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება. უცხოეთში იყვნენ ნამყოფი. თავისივე ინიციატივით გავიდნენ თვითიზოლაციაში. ვიცით წყარო და ვიცით კონტაქტების შესახებ. მინიმალური კონტაქტებია და ადამიანები კარგად არიან“, - აცხადებს იშხნელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 43 ადამიანი დაინფიცირდა - აქედან ერთი გამოჯანმრთელდა.

დაინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. 


close დახურვა