რესპუბლიკური საავადმყოფოს ოთხ მედპერსონალს კორონავიურისი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ხელმძღვანელი ლევან გოფოძე ავრცელებს.
მისი თქმით, გუშინ ვირუსი დაუდასტურდა ერთ პერსონალს, ხოლო დამატებით კიდევ სამს.
"კლინიკაში 34 პაციენტია, საიდანაც 10-ს დადასტურებული აქვს კოვიდ ინფექცია. ერთის მდგომარეობა მძიმეა. სამედიცინო პერსონალიდან კი 4-ს დაუდასტურდა. პირველი ვისაც საუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას პაციენტთან შეხება არ ჰქონია. თუმცა საიდან მოვიდა, ეს ამაზე ძიება მიმდინარეობს",-აცხადებს ლევან გოფოძე.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 831 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან, გამოჯანმრთელდა 694 ადამიანი, 13 კი - გარდაიცვალა.