logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტ ქალებს ექიმებმა 8 მარტი მიულოცეს

08 მარ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 
159hb7fd99u49yj.jpg

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქალებს პერსონალმა 8 მარტი მიულოცა და ყოჩივარდები გადასცა. ექიმების თქმით, მილოცვა სიმბოლურია და მთავარია, ყველას ჰქონდეს კარგი განწყობა. ამ შემთხვევაში მათი გამოჯანმრთელება უფრო დაჩქარდება. 

"ჩვენ გვინდა, რომ დღეს ქალებს მივულოცოთ. ბევრი დედაა მოთავსებული. ყველას მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო და საერთოდ მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენ სიმბოლურად მოვინდომეთ, რომ მათთვის ეს ყოჩივარდები გადაგვეცა", - აღნიშნა დევი ტაბიძემ. 

ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 პაციენტი რჩება. ორი პაციენტი რესპუბლიკურიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

"დაკვირვების ქვეშ რჩება 26 პაციენტი. მათ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორი პაციენტი გადავიყვანეთ ინფექციურში მაღალი ტემერატურის  გამო, თუმცა კორონავირუსის ტესტი მათთანაც უარყოფითია", - განამრტა ლევან გოფოძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევა ფიქსირდება. მათან 12 ინფექციური საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო ერთი - საჩხერის კლინიკაში. 


close დახურვა