logo
ENG



რესტორანი ბუდაპეშტი სასტუმროს ნაცვლად - მერია შეთავაზებაზე უარს ამბობს

17 თებ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

რესტორანი „ბუდაპეშტი“ სასტუმროს ნაცვლად - ამ პირობას სთავაზობს მერიას სამშენებლო კომპანია - კახი კალაძე კი კატეგორიულ უარზეა. მშენებლობის ბედი, რომელსაც წლებია, პროტესტი და სასამართლო დავა ახლავს თან, ისევ გაურკვეველია.

კომპანია აცხადებს, რომ სამი ინსტანციის გადაწყვეტილება აქვს ვაკის პარკში სასტუმროს განთავსების უფლებაზე, თუმცა კომპრომისზე მიდის და მზადაა ტერიტორიაზე, რესტორანი განათავსოს. დედაქალაქის მერია კი ინვესტორს კომუნიკაციის ფორმას უწუნებს და მხოლოდ ერთ პირობას უმეორებს, - ადგილმონაცვლეობას ონკოლოგიური საავადმყოფოს გვერდით არსებული ტერიტორიაზე. 

გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ვაკის პარკში მშენებლობის ირგვლივ საკითხის გააქტიურებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით,  ინვესტორს მშენებლობის ნებართვა 2016 წლის სექტემბერში ამოეწურა. 

„ტიფლის დეველოპმენტმა" ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის" მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს მიიღო, თუმცა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ხარვეზების გამო კომპანიას სამუშაოები მალევე შეაჩერებინა; აშენდება თუ არა ვაკის პარკში ახლა უკვე რესტორანი „ბუდაპეშტი" - ჯერჯერობით უცნობია.  


close დახურვა