33 რესტორნისა და კაფე-ბარის მფლობელები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეზღუდვების გადახედვას თხოვნით მიმართავენ.
მათ კანცელარიაში წერილი ჩააბარეს და პრემიერს 5-დღიანი ვადა მისცეს, რათა მოთხოვნები განიხილოს.
ისინი ამბობენ, რომ 300 000 ადამიანი უმუშევრად რჩება და მხოლოდ 200-ლარიანი დახმარების იმედად რჩებიან. რაც შეეხება სექტორს, მათი განცხადებით, ის გაკონტრების პირასაა.
"2 წლის განმავლობაში მხოლოდ 11 რესტორანს 12 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტში შეტანილი და ჩვენ ვართ ერთერთი ის სექტორი, რომელსაც სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი შემოსავალი შემოაქვს და როდესაც ჩვენი დახმარების დრო დადგა, სრულიად მარტო აღმოვჩნდით. ეს სფერო, ფაქტობრივად, უფსკრულის პირასაა", - განაცხადა აქციის ერთერმა მონაწილემ, ლევან ქოქიაშვილმა.
მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები მიიღო, რომლის თანახმადაც, რესტორნებსა და კაფეებს მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ მუშაობა.