logo
ENG



რთული იქნება პირბადით გამოცდის დაწერა აუტანელ სიცხეში - აბიტურიენტები ახალ წესებს აკრიტიკებენ

09 ივნ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩატარების ახალ წესებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მსგავს პირობებში გამოცდის ჩაბარება შეუძლებელი იქნება.

როგორც ისინი განმარტავენ, რამდენიმე საათის განმავლობაში ერთჯერადი პირბადე საჭიროებს გამოცვლას. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ზაფხულში და სიცხეში პირბადით გამოცდის წერა კონდიცირების გარეშე დამატებით სირთულეებს წარმოშობს.

„ძალიან ცუდია, რომ მოგვიწევს პირბადეების გაკეთება ამდენ საათს. ისედაც სტრესულ მდგომარეობაში ვართ, გვჭირდება კონცენტრაცია და ძალიან რთული იქნება პირბადით გამოცდის დაწერა აუტანელ სიცხეში. ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი პირბადის მოხსნის გამო გამოცდიდან მოიხსნება, უსამართლობად მიმაჩნია.

ერთჯერადი პირბადის გამოყენება შეიძლება ორ საათს და ამ დროის განმავლობაში მისი გამოცვლა როგორ უნდა მოხერხდეს, არ ვიცით. ალბათ, ამისთვისაც უნდა მოვემზადოთ. უნდა ვიმეცადინოთ სახლში. მაქვს ჰაერის უკმარისობა. ვისაც უკეთია სათვალე, დაიორთქლება სათვალე და იქნება დისკომფორტი", - ამბობენ აბიტურიენტები.


close დახურვა