logo
ENG



რთულია იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებული არაა - მაიკლ გალერი

11 თებ 202021:41
3 წუთის საკითხავი
 
pli8mswn06ph2fw.jpg

გერმანელი ევროდეპუტატი, მაიკლ გალერი გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმიანება. როგორც ევროპარლამენტარი ტვიტერზე წერს, იმ პირობებში, როცა ბევრი ოპოზიციონერის წინააღმდეგაა აღძრული საქმე, რთული დასაჯერებელია ქეისების აპოლიტიკურობა.

„საქართველოდან ძალიან შემაშფოთებელი ახალი ამბები მოდის. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა კვლავ საპატიმროშია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სხვა ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნის შესახებაც. რთულია იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურად მოტივირებული არაა. საფრთხეშია საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევაც“, - წერს გალერი.


close დახურვა