logo
ENG



რიანა პანდემიის პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარება

10 აპრ 202017:33
3 წუთის საკითხავი
 

მომღერალი რიანა პანდემიის პერიოდში ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დაეხმარება. მომღერალი, ტვიტერის დამფუძნებელ ჯეკ დორსისთან ერთად, ლოს-ანჯელესის მერის ფონდში 4 მილიონ 200 ათას დოლარს გადარიცხავს. თანხა მომდევნო 3 თვის განმავლობაში ყოველკვირეულად 90 ადამიანის მხარდაჭერას მოხმარდება. მათ დროებითი თავშესაფრითა და საკვებით უზრუნველყოფენ, ასევე აღმოუჩენენ ფსიქოლოგიურ დახმარებასაც. პანდემიის დროს ოჯახური ძალადობის შემთხვევები მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

 

 


close დახურვა