პროცედურული ომი და ოპოზიციისთვის დაკეტილი კარი პარლამენტში - ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის პროცესს საბოტაჟი კიდევ ერთხელ მოუწყო - ასე აფასებენ ოპონენტები ივანიშვილის გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მოწვეული საგანგებო სესიის ჩაგდებას. მმართველი პარტია მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას არ ჩქარობს, პირიქით აფერხებს კიდეც.