ქვეყნის ისტორიაში რიგით მესამე საქმე, რომელსაც ნაფიც მსაჯულები განიხილავენ, გუდაურში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას ეხება. დაკავებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული მერაბ კობიაშვილი აუცილებელი თავდაცვის რეჟიმში იმყოფებოდა, ამის დადასტურებას ნაფიცი მსაჯულებისთვის დაცვის მხარე სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ჩანაწერებით აპირებს.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი. უფლებადამცველი მკვლელობის დღეს გადაღებულ ახალ ვიდეო ჩანაწერს ასაჯაროებს. მისი თქმით, ბრალდებულს მკვლელობა წინასწარ განზრახული ჰქონდა. 2019 წელს გუდაურში მომხდარს წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა. მსაჯულებს ცალკე მოუწევთ იმ ეპიზოდის განხილვაც, რომელშიც მკვლელობაში ბრალდებული დაზარალებულად არის ცნობილი.