logo
ENG



რიკოთზე ავარიას 3 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა

12 მარ 202215:58
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე ხარაგაულის სოფელ ხუნევში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და FORD TRANSIT-ის მარკის ევაკუატორის შეჯახებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პატრული, ასევე ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

პროკურატურამ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) დაიწყო. ​


close დახურვა