logo
ENG



რინკევიჩსი: მომიტინგეთა რესპრესიები EU-ის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან არათავსებადია

06 დეკ 202421:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/06/fx4x2mo4um6kei1.jpg

ვუერთდები ჩემს კოლეგებს და ქართველ ხალხსა და საქართველოს ევროპულ კურსს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენ საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები ვართ, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ახლა ბევრი რამ თავად საქართველოზეა დამოკიდებული. სურს თუ არა ქვეყანას ევროპული გზის გაგრძელება თუ გადაწყვეტს მის შეჩერებას ან შეწყვეტას. ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ. ასევე, ჩემი გადმოსახედიდან, შემიძლია გავიმეორო ის, რაც უკვე ითქვა, ანუ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიების მკაცრად დაგმობა. ვფიქრობ, ეს არ არის ის, რაც თავსებადია კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან ან იმ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს.


close დახურვა