logo
ENG



რიო-დე-ჟანეიროში პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური რეიდის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა

29 ოქტ 202509:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/29/w86hrwbajgxfh2b.png

რიო-დე-ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებული პოლიციის მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი პოლიციელია.

ბრაზილიის ხელისუფლების ცნობით, დაკავებულია 56 პირი. ოპერაციაში მონაწილეობდა უსაფრთხოების 2 500 თანამშრომელი და 32 ჯავშანტრანსპორტიორი, რაც ადგილობრივი მთავრობის შეფასებით, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სპეცოპერაციად მიიჩნევა.

მოქმედებების გამო ქალაქში დაახლოებით 50 სკოლა დროებით დაიხურა, შეფერხებით მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ტელეკომპანიების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ოთხი ბრაზილიელი სამართალდამცველია.

რიო დე ჟანეიროს შტატის გუბერნატორმა კლაუდიო კასტრომ განაცხადა, რომ რეიდის დროს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკები და სულ მცირე 42 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

ოფიციალური ცნობით, ოპერაციის მიზანი იყო კრიმინალური დაჯგუფება Comando Vermelho-ს ტერიტორიული გაფართოების შეჩერება. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სპეცოპერაცია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა და მასში როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პოლიცია მონაწილეობდა.

რიოში პოლიციის რეიდები ხშირად იმართება საერთაშორისო ღონისძიებებამდე. მომავალ კვირას ქალაქი კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილ მნიშვნელოვან ფორუმს - C40-ის მსოფლიო მერების სამიტს უმასპინძლებს.


close დახურვა