logo
ENG



რიონის ხეობის მცველებმა სოფელ გუმათში ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

15 აპრ 202109:18
3 წუთის საკითხავი
 

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. ასევე, აუკრძალა ჯებირებზე ბრახუნი და პროტესტის ასე გამოხატვა,რის შემდეგაც "რიონის მცველების" აქციამ გუმათიდან ქუთაისში გადაინაცვლა, სადაც ღამე გაათენეს დილით კი კვლავ სოფელ გუმათთან შეიკრიბნენ.


close დახურვა