logo
ENG



რიჟვაძე ოპოზიციას: ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ

08 ივნ 202212:50
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გუშინ მთავრობის საქმიანობის 2021-2022 წლის ანგარიში წარადგინა.

უმაღლეს საბჭოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებსა და უმრავლესობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თორნიკე რიჟვაძეს გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის საქმის მიმდინარეობდა და რამდენიმე დღის წინ დაკავებული თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის საქმე შეახსენეს.

დარბაზში რამდენჯერმე გაჟღერდა თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის სახელიც. მთავრობის თავმჯდომარე სწორედ მამამისის სახელის ხსენებამ გააღიზიანა და ოპოზიციას დაუპირისპირდა.

"უზრდელი და უსინდისო ხარ...სირცხვილია, რომ შენს ხელშია აჭარის მთავრობა...წადი, ექსპერტებს ელაპარაკე, ომი ვინ დაუწყო...", - მიმართავდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები რიჟვაძეს.

ამ რეპლიკებს რიჟვაძემ ასე უპასუხა: 

"თქვენ ხართ ჭორიკნები... ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ".


close დახურვა