თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ამ მომენტისთვის არსებული ეიფორია მალე გადაივლის და "ხალხი საკადრის პასუხს გასცემს სახელმწიფოს აბუჩად აგდებას".
რიჟვაძემ იხუმრა კიდეც და თქვა, რომ სააკაშვილი კურორტზე ქეიფობს და ითხოვა, მოგვიანებით ჩაგბარდებითო.
„ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი ქეიფი, დღეს ითხოვეს, გვაცადეთ, მოგვიანებით ჩაგბარდებით. ეს ხუმრობით. რაც შეეხება აჟიოტაჟს და ეიფორიას - მერწმუნეთ, გადაივლის და ხალხი საკადრის პასუხს გასცემს სახელმწიფოს, საზოგადოების, მათ შორის მათი ამომრჩევლების, ასე აბუჩად აგდებას", - ამბობს თორნიკე რიჟვაძე.
მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. ცოტა ხანში კი ორი ვიდეომიმართვა გაავრცელა - სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმშია.