logo
ENG



რიყიზე 6 კაცი დაჭრეს

08 აგვ 202220:24
3 წუთის საკითხავი
 

ექვსი დაჭრილი და ერთი დაკავებული, - პოლიციამ თბილისში, რიყეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე 32 წლის კაცი დააკავა. დაკავებულს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ედება. სისხლიანი დაპირისპირება რიყეზე, ტურისტულად დატვირთულ, ხალხმრავალ ადგილას მდებარე ბარში მოხდა. სავარაუდოდ წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, კაცმა ობიექტის დაცვის ხუთ თანამშრომელს და მათ თანმხლებ ერთ პირს ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს, თავდამსხმელი კი ადგილიდან მიიმალა, მისი დაკავება პოლიციამ გაქცევის შემდეგ შეძლო.

 


close დახურვა