logo
ENG



რიყის პარკში ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია დაიწყო

16 ივნ 202219:36
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

რიყის პარკში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია დაიწყო. შეკრებაზე მივიდა სალომე ზურაბიშვილიც.

აქცია მიზანი ევროპული გზის მხარდაჭერა. არ იქნება არც პოლიტიკური გამოსვლები და არც ბანერები.

აქცია მცირერიცხოვანია. როგორც ცნობილია, პოლიტიკური პარტიებიდან მას უერთდებიან ლელო და მოქალაქეები. ქართულმა ოცნებამ კი უარი თქვა, აქციაზე მისულიყო, რაც "მოუმზადებლობით" ახსნა. გარდა ამისა, რიყის პარკში მისვლას აპირებს დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი. 

პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქცია არაორგანიზებული და მოუმზადებელია, რაც იყო მისი მიზანი.

"ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის, რასაც მიჩვეულები ხართ, ანუ პარტიული შეხვედრები. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა არის ევროპაში. ამის ჩვენება გვინდოდა ერთმანეთისთვის. [...]

ეს არის მათი გამოხატულება და არა ჩემი. აქ არ ვარ პრეზიდენტი. ხშირად ხან ერთ მხარეს და ხან მეორეს ავიწყდება, რომ ვარ პრეზიდენტი ან არ უნდა აღიაროს, რომ პრეზიდენტი ვარ. დღეს აქ არ ვარ პრეზიდენტი, ვარ რიგითი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა ქვეყანაზე", - თქვა ზურაბიშვილმა.


close დახურვა